ბიტკოინის (BTC) ბოლოდროინდელი რყევები შესაძლოა არ იყოს მხოლოდ კრიპტოვაზრის სისუსტის მაჩვენებელი. საინვესტიციო ფირმა Bitwise-ის შეფასებით, ბიტკოინი მოქმედებს როგორც „მაცნე მაღაროში“ — ის პირველი რეაგირებს ფინანსური პირობებისა და ლიკვიდურობის ცვლილებებზე, სანამ ეს ტრადიციულ ბაზრებზე აისახება.

ამჟამად საფონდო ბირჟებიც მსგავს სტრესს განიცდიან, რაც Bitwise-ის ანალიტიკოსების თქმით, უფრო ფართო „რისკებისგან თავის არიდების“ (risk-off) პროცესის ნაწილია.

ცოტა ხნის წინ ბიტკოინი 58 000 დოლარის ნიშნულამდე დაეცა, ხოლო ეთერიუმი 1 507 დოლარამდე. პარალელურად, Nasdaq-მა ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მკვეთრი, 5%-იანი დღიური ვარდნა დააფიქსირა. სამხრეთ კორეის საფონდო ინდექსმა (KOSPI) კი, ნახევარგამტარების სექტორში გაყიდვების გამო, ვაჭრობა დროებით შეაჩერა.

ეს ტენდენცია აშშ-ის შრომის ბაზრის მოულოდნელად პოზიტიურმა მონაცემებმა გამოიწვია. ამან შეამცირა მოლოდინი, რომ ფედერალური რეზერვი უახლოეს მომავალში საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. შედეგად, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა მაღალ ნიშნულზე დარჩა, რაც ზრდაზე ორიენტირებულ აქტივებზე ნეგატიურად აისახება.

Bitwise ხაზს უსვამს, რომ ბიტკოინი ხშირად საფონდო ბაზრებამდე თვითდები თვეებით ადრე სუსტდება. განსხვავება ისაა, რომ კრიპტოვალუტა უწყვეტ რეჟიმში ივაჭრება და ლიკვიდურობის ცვლილებებზე მყისიერად რეაგირებს. გლობალური M2 ლიკვიდურობა 122,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ბიტკოინი 126 000 დოლარიანი პიკიდან მნიშვნელოვნად დაიწია.

რა ხდება ბაზრის სიღრმეში?

ონჩეინ მონაცემები განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. ანალიტიკოს მაარტუნის თქმით, სტეიბლკოინების მიწოდების კოეფიციენტის (SSR) RSI მაჩვენებელი 13-მდე დაეცა, რაც ბაზრის „გადაჭარბებულ გაყიდვაზე“ მიუთითებს.

SSR ზომავს ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციას ძირითადი სტეიბლკოინების (USDT, USDC) მიმართ. დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ბაზარზე დიდი რაოდენობით თავისუფალი კაპიტალია, რომელიც „გვერდზე დგას“ და შესყიდვისთვის შესაფერის მომენტს ელოდება.

ბირჟებზე სტეიბლკოინების რეზერვები კვლავ მაღალია და დაახლოებით 72 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებულ 80-მილიარდიან პიკს ჩამორჩება, ის ისტორიულად მაღალ დონეზეა.

ეს ნიშნავს, რომ ბაზარს აქვს ლიკვიდურობის მნიშვნელოვანი მარაგი. თუკი ბიტკოინი მართლაც ასრულებს „მაცნეს“ როლს, მისი ამჟამინდელი კორექცია შესაძლოა უფრო ადრეულ ეტაპზე იყოს დასრულებული, ვიდრე ეს ტრადიციული აქციების შემთხვევაშია.