აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰორმუზის სრუტეში ირანულმა მხარემ აშშ-ის არმიის კუთვნილი Apache-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული მოქმედებები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, „თავდაცვის მიზნით“ განხორციელდა. სარდლობა მომხდარს ირანის მხრიდან „არაპროვოცირებულ აგრესიად“ აფასებს და განმარტავს, რომ ეს პასუხი პროპორციულია.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ინციდენტი საპატრულო მისიის დროს მოხდა. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ვერტმფრენის განადგურებისა, ორივე პილოტი გადარჩა და მათ სხეულის დაზიანებები არ მიუღიათ.
ამერიკული მხარე აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმები დაუსჯელი არ დარჩება, თუმცა ოპერაციის მასშტაბებსა და შემდგომ ნაბიჯებზე დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.