სადაზღვევო კომპანია „Global Benefits Georgia“-მ, ლიბერთისთან პარტნიორობით, ახალი წამახალისებელი კამპანია წამოიწყო. მომხმარებლებს, რომლებიც 6 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შეიძენენ სამოგზაურო დაზღვევას, შანსი ეძლევათ მოიგონ დაუვიწყარი მოგზაურობა ბაქოში, ფორმულა 1-ის გრან-პრის სანახავად.
გარდა მთავარი პრიზისა, კამპანიის ფარგლებში ყველა მონაწილე ისარგებლებს დამატებითი ბენეფიტით – 20%-იანი ფასდაკლებით ავტოდაზღვევაზე.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება:
- საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ უნდა შეიძინოს „Global Benefits Georgia“-ს სამოგზაურო დაზღვევა მითითებულ პერიოდში (6 ივნისი – 31 აგვისტო).
- აუცილებელია კომპანიის ოფიციალური Facebook და Instagram გვერდების (globalbenefitsgeorgia) გამოწერა.
აღსანიშნავია, რომ გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის დაზღვეულები, რომელთა პოლისიც გაცემულია კორპორატიული ან სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში.
გამარჯვებულის გამოვლენა
გამარჯვებულის ვინაობა 2026 წლის 4 სექტემბერს გახდება ცნობილი. კომპანია გამარჯვებულს Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამოავლენს. გამარჯვებული გახდება ის, ვინც ლაივში ფორმულა 1-ის შესახებ დასმულ კითხვას პირველი გასცემს სწორ პასუხს.
ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ პასუხის გაცემის შემდეგ გადამოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი გათამაშების ყველა წესს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი პასუხის ავტორი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, გამარჯვებულად ავტომატურად მეორე სწორი პასუხის ავტორი გამოცხადდება.
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია „Global Benefits Georgia“-ს ვებგვერდზე ან ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და მობილბანკში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.