თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს მაისის განახლებების ფარგლებში ახალ ფუნქციონალს სთავაზობს. ცვლილებები მიზნად ისახავს ციფრული საბანკო ოპერაციების გამარტივებასა და მომხმარებლისთვის ფინანსური სერვისების უფრო ხელმისაწვდომს გახდომას.
ოვერდრაფტის ციფრული დამტკიცება
ერთ-ერთი მთავარი სიახლე ოვერდრაფტის სრულად ციფრული დამტკიცების შესაძლებლობაა. თუ აქამდე მომხმარებლებს ფილიალში ვიზიტი ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება ესაჭიროებოდათ, ახლა პროცესი 1-2 წუთში, პირდაპირ აპლიკაციიდან სრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე აღნიშნული სერვისი მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
კრიპტოაქტივები მობაილბანკში
თიბისიმ მობაილბანკში კრიპტო პლატფორმა დაამატა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ 60-მდე კრიპტოაქტივით ვაჭრობა, დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვის ან ცალკე რეგისტრაციის გარეშე. პლატფორმა 24/7 რეჟიმში მუშაობს, რაც ინვესტირების პროცესს ნაცნობი ციფრული გარემოს ფარგლებში მარტივს ხდის.
ფინანსების მართვის გაუმჯობესება
„ჩემი ფინანსების“ განახლებული ფუნქციონალით ფინანსური სტატისტიკა უფრო ზუსტი გახდა. მომხმარებელს შეუძლია, სტატისტიკიდან გამორიცხოს ისეთი ტრანზაქციები, რომლებიც რეალურ ყოველდღიურ ხარჯებს არ ასახავს. შედეგად, ფინანსური სურათი უფრო რელევანტური ხდება.
QR განაღდების განახლება
გაუმჯობესდა ბანკომატიდან QR კოდით თანხის განაღდების პროცესიც. ახალი ვერსიით, ბანკომატთან მისვლამდე მომხმარებელს შეუძლია წინასწარ შეამოწმოს, თუ რომელი კუპიურებია ხელმისაწვდომი, რაც თანხის გამოტანის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.
თიბისის განცხადებით, მობაილბანკის განვითარება მომხმარებელთა მოლოდინების შესაბამისად გრძელდება. განახლებული ფუნქციონალის გამოსაცდელად მომხმარებლებს აპლიკაციის განახლება შეუძლიათ.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.