უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის მთავრობას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა. საუბარია 2,4 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე, რომელიც რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის შედეგად ერგო.
ზელენსკის თქმით, ეს თანხა, რომელიც ამჟამად გაყინულ მდგომარეობაშია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაძლიერებლად უნდა მიიმართოს. პრეზიდენტმა ეს საკითხი პირადად განიხილა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, რომელსაც 7 ივნისს ლონდონში შეხვდა.
რთული იურიდიული გზა
პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს პროცესი საკმაოდ რთულია. სტარმერმა უკრაინულ მხარეს დაუდასტურა, რომ ბრიტანული მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს საკითხის მოსაგვარებლად.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აბრამოვიჩს პუტინთან კავშირების გამო სანქციები დაუწესდა. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ მას „ჩელსის“ გაყიდვის უფლება მისცა იმ პირობით, რომ თანხა ომით დაზარალებულთა დასახმარებლად დაიხარჯებოდა.
ამ დრომდე თანხა სპეციალურ ანგარიშზეა გაყინული და იურიდიული დავის საგანს წარმოადგენს. აბრამოვიჩი უარს აცხადებს დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე, სანამ ლონდონი მისი სხვა დაბლოკილი აქტივების გათავისუფლებას არ დათანხმდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.