ფლორენტინო პერესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, „რეალის“ გაძლიერებაზე მუშაობა დაიწყო. კლუბის პრეზიდენტი სატრანსფერო ბაზარზე სწრაფი ტემპით მოქმედებს და უახლოეს დღეებში გულშემატკივრებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს ჰპირდება.

ყველაზე განხილვადი თემა ჟოზე მოურინიოს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნებაა. COPE-ს ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ამჟამად მხარეები პრეზენტაციის დეტალებს ათანხმებენ.

თავდაპირველად ღონისძიება ოთხშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზაციული საკითხებისა და გრაფიკის გამო, პრეზენტაცია, სავარაუდოდ, ხუთშაბათამდე გადაიდება. მოურინიო უკვე მადრიდში იმყოფება და ოფიციალური წარდგენისთვის ემზადება.

ახალი სახეები დაცვაში

მწვრთნელის გარდა, პერესი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზეც ზრუნავს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „რეალმა“ უკვე შეათანხმა დენზელ დუმფრისისა და იბუ კონატეს ტრანსფერები. ორივე ფეხბურთელი მადრიდულ კლუბთან 2030 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას.

ნიდერლანდელი მარჯვენა მცველის, დენზელ დუმფრისის სანაცვლოდ, „რეალი“ მილანურ კლუბს 20 მილიონ ევროს გადაუხდის. ფეხბურთელმა გასულ სეზონში სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

დუმფრისის შემდეგ, სამეფო კლუბი იბუ კონატეს წარადგენს. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ეს ცვლილებები გუნდს ახალი გამარჯვებებისკენ უბიძგებს და მომავალი სეზონისთვის ოპტიმალურ სათამაშო ფორმას შეუნარჩუნებს.