23 მაისს ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ი და Visa-ს პარტნიორობა მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებას აანონსებს. ICR Trade-ის მაღაზიათა ქსელში ლიბერთის Visa ბარათით გადახდისას, მომხმარებლები დახარჯული თანხის 30%-ს დაიბრუნებენ.
აქციის ფარგლებში დასაბრუნებელი თანხის მაქსიმალური ლიმიტი 150 ლარით განისაზღვრა. ამასთან, Studio Liberty-ის წევრებისთვის პირობები კიდევ უფრო მიმზიდველია და მათ 40%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეუძლიათ, თუ გადახდას Studio Liberty-ის Visa Platinum ბარათით განახორციელებენ.
რომელ მაღაზიებში მოქმედებს შეთავაზება?
აქცია ვრცელდება ICR Trade-ში შემავალ შემდეგ ბრენდებზე: Studio Shoes Gallery, ECCO, GEOX, AW LAB, ICR SPORT, BATA, BAMBINO, SCARPIERA, CORSO ITALIA, OKAIDI, JACADI, REPLAY და OUTLET.
მნიშვნელოვანი პირობები და შეზღუდვები
- შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში და მხოლოდ ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას.
- ტოპქარდით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი ისარგებლებს მხოლოდ თანხის გადანაწილების სერვისით.
- ქეშბექის მიღებისას შეუძლებელია ბონუს ბარათის ფასდაკლების კომბინირება.
- აქციის ფარგლებში შეძენილი ნივთების უკან დაბრუნება არ ხდება, შესაძლებელია მხოლოდ მათი გაცვლა.
- შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათების შეძენაზე.
- ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში, მომხმარებელს ქეშბექი არ დაუბრუნოს.
როგორ მივიღოთ ქეშბექი?
ქეშბექით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი აქტივაცია. მომხმარებლებმა უნდა გადმოწერონ Cashback-ის აპლიკაცია ან ეწვიონ ვებგვერდს cashback.ge. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკაციაში უნდა აირჩიოთ სასურველი ობიექტი და დააჭიროთ ღილაკს „აქტივაცია“. ამის შემდეგ, ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, თანხა თქვენს ანგარიშზე ავტომატურად დაბრუნდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.