ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელმა Nvidia-მ აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მესამე ადგილი დაკარგა. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.4 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა, რის გამოც იგი კორპორატიულ რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
აქციების ვარდნა და მიზეზები
20 ნოემბრის მონაცემებით, Nvidia-ს აქციები დაახლოებით 3%-ით გაუფასურდა. ეს ვარდნა ზედიზედ მეშვიდე კვირას გრძელდება, რაც, სააგენტოს ცნობით, 2008 წლის შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე ხანგრძლივი უარყოფითი პერიოდია.
ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, აქციების ფასის კლება ინვესტორების მზარდ შეშფოთებას უკავშირდება. ინვესტორები სკეპტიკურად უყურებენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების მდგრადობას. Nvidia-ს ბოლო ფინანსურმა ანგარიშმა ბაზრის მონაწილეების ეჭვები AI-ბუმის გაგრძელებისა და სექტორში გაღებული დანახარჯების მომგებიანობის შესახებ ვერ გაფანტა.
რეიტინგის ცვლილებები
Nvidia-ს საბაზრო ღირებულებით Google-ის მშობელმა კომპანიამ, Alphabet-მა გადაასწრო, რომლის კაპიტალიზაციაც 3.44 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების რეიტინგში პირველ ადგილს Apple იკავებს 5.08 ტრილიონი დოლარით, მეორე პოზიციაზე კი 3.72 ტრილიონი დოლარის ღირებულების Microsoft-ია.





დისკუსია
0 კომენტარი