ავსტრიის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში საგანგებო რეჟიმია. ურფარ-უმგებუნგის რაიონის მცხოვრები პაციენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ უგანდიდან დაბრუნდა, ებოლას ვირუსზე ეჭვის გამო იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს.
რა მოხდა ავსტრიაში?
პაციენტს, რომელიც ქვეყანაში ორშაბათს ჩამოვიდა, ებოლასთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. უგანდაში ამჟამად ვირუსის აფეთქება მიმდინარეობს, რამაც ავსტრიელი მედიკოსები დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ უბიძგა. Daily Mail-ის ცნობით, პაციენტი მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ვირუსის საფრთხეები
მედიკოსების განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა ვირუსის შტამ „ბუნდიბუგიოს“ ნიშნები. ეს შტამი განსაკუთრებით საშიშია, რადგან მის საწინააღმდეგოდ ჯერჯერობით არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 50% ლეტალურად მთავრდება.
რა ეტაპზეა გამოკვლევები?
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, სისხლის პირველადმა ანალიზმა ვირუსის არსებობა არ დაადასტურა. თუმცა, პროტოკოლის თანახმად, პაციენტი საავადმყოფოდან მანამდე ვერ გაეწერება, სანამ განმეორებითი ტესტი არ დაადასტურებს ინფექციის სრულ არარსებობას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას ეპიდემიამ 220-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ევროპული ქვეყნები აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურებს განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდებიან, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან აიცილონ.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.