ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები იქნა გაშვებული. სამხედრო უწყების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია და იერიშის მოსაგერიებლად უკვე მოქმედებენ.
ვითარება რეგიონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელმა 7 ივნისს ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, თუ ისრაელი ლიბანზე შეტევებს არ შეწყვეტს ან ირანის ქმედებებზე საპასუხო დარტყმებს განახორციელებს, მას „კიდევ უფრო გამანადგურებელი“ შედეგები ელის.
ტრამპის პოზიცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებს. „რას ვურჩევდი ირანს: რაკეტები გაისროლეთ, საკმარისია, დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას და მიაღწიეთ შეთანხმებას“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე არ დამალა უკმაყოფილება ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის გამო. Channel 12-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აპირებს დაურეკოს ბენიამინ ნეთანიაჰუს და მოუწოდოს მას, არ უპასუხოს ირანის ამ თავდასხმებს.
ვითარება რეგიონში
ირანული მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით უკვე გაშვებულია რაკეტების მეორე ტალღაც, თუმცა დეტალები ამ დრომდე არ კონკრეტდება. რეგიონში დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარზეა.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტიდან დღემდე, ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადებული შეთანხმებებისა, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, რამაც სამხრეთ ლიბანის მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია გამოიწვია.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.