A’Studio-ს სოლისტის, ქეთა თოფურიას ბიზნეს საქმიანობა რუსულ მედიაში განხილვის საგნად იქცა. პლატფორმა SHOT-ის მონაცემებით, მომღერლის კომპანია შპს „Lavr“-მა, რომელიც 2024 წლის ივლისში დარეგისტრირდა, ერთ წელიწადში 80 მილიონი რუბლის, დაახლოებით 903 000 დოლარის ზარალი ნახა.
ქეთა თოფურიამ კომპანიის წილის 62,5% რეგისტრაციიდან ოთხი თვის შემდეგ შეისყიდა და მისი მთავარი მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესი, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, „Savvin River Residence“-ში ღამის კლუბისა და რესტორნის გახსნას ითვალისწინებს, ამ დრომდე არ ამოქმედებულა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობით, ობიექტზე სარემონტო სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა მომღერალი პროექტის განხორციელებას კვლავ გეგმავს. მიუხედავად ამ ფინანსური მარცხისა, თოფურიას ცხოვრების სტილი კვლავ მაღალი ფუფუნებით გამოირჩევა.
2024 წელს, ბიზნესში არსებული პრობლემების პარალელურად, მან 2023 წლის მოდელის Rolls-Royce Cullinan Black Badge შეიძინა, რომლის ღირებულება 40 მილიონ რუბლს (დაახლოებით 451 500 დოლარს) შეადგენს. ავტომობილთან დაკავშირებით მედიაში საინტერესო დეტალებიც გავრცელდა: ბოლო ორი წლის განმავლობაში მომღერლის პირადმა მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 419 ჯარიმა მიიღო, რომელთა საერთო ღირებულებამ 522 ათასი რუბლი (5 900 დოლარი) შეადგინა.
ჯარიმების ჩამონათვალი მოიცავს სიჩქარის გადაჭარბებას, საპირისპირო ზოლში გადასვლასა და მართვის დროს ტელეფონით სარგებლობას. თუმცა, წყაროების თანახმად, როდესაც მანქანაში თავად ქეთა თოფურია იმყოფება, მძღოლი წესების დაცვით გადაადგილებას ცდილობს.
ფუფუნებაზე უარს არ ამბობს მომღერალი ოჯახურ დღესასწაულებზეც. 2025 წლის თებერვალში, შვილის, ადამის 4 წლის იუბილესთვის მან თითქმის ნახევარი მილიონი რუბლი (დაახლოებით 5 600 დოლარი) მხოლოდ ტორტში გადაიხადა. გრანდიოზული ღონისძიება პოპულარული ანიმაციური ფილმის თემატიკაზე იყო გაწყობილი და ხუთსართულიანი ტორტით დასრულდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.