საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. შესაბამისი სამართლებრივი აქტი მთავრობის მეთაურმა 20 ნოემბერს გამოსცა.

ამ გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის განკარგულება. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე, მამუკა მდინარაძეს, როგორც მთავრობის ყოფილ წევრს, სახელმწიფო დაცვის მომსახურება ჰქონდა დანიშნული.

პრემიერის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად“ მიიღეს. დოკუმენტში პირდაპირ წერია: „ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის – მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის განკარგულება“.

აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებს, რამაც მას სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება მიანიჭა.