რუსეთის დედაქალაქში, წითელ მოედანზე რუსეთის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონცერტი გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ისტორიული მასშტაბისაა, რადგან მსგავსი ღონისძიება 2003 წლიდან, რაც ის ტრადიციად იქცა, არასდროს შეწყვეტილა.
Telegram-არხ „აგენტსტვო. ნოვოსტის“ ცნობით, კონცერტი არ გაუქმებულა არც 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი. ღონისძიების ორგანიზატორებს რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად „მთავარი სადღესასწაულო კონცერტის“ პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდათ დაგეგმილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარების ადგილი შეიცვალა, ხოლო მოწვეული ვარსკვლავების სია მნიშვნელოვნად შემცირდა. საბოლოო პროგრამა და მონაწილეთა ზუსტი შემადგენლობა ამ ეტაპზე გასაჯაროებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის მსგავსი ცვლილებები ტენდენციურ ხასიათს ატარებს. მიმდინარე წელს, 9 მაისის ტრადიციული სამხედრო აღლუმიც საგრძნობლად შეზღუდული ფორმატით ჩატარდა — კერძოდ, სამხედრო ტექნიკის წარმოდგენის გარეშე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.