„თეგეტა მოტორსი“ კამპანიის „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტომიმართულებით არაერთ სპორტსმენსა და ენთუზიასტს უჭერს მხარს. ინიციატივა აერთიანებს როგორც პროფესიონალურ შეჯიბრებებს, ისე ინდივიდუალურ ტურებსა და საქველმოქმედო აქტივობებს. კომპანიის მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს, რომ უსაფრთხოდ მეტის გავლა მხოლოდ გამართული ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
სწორედ ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება მხარდაჭერილი სპორტული და სათავგადასავლო ტურები, რომელთა განმავლობაშიც მოტოებისა და ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე „თეგეტა მოტორსი“ თავის პარტნიორ ფრანგულ ბრენდ Motul-თან ერთად ზრუნავს.
ავტომიმართულებით კომპანია წელს წრიულ რბოლაში გიორგი ბეჟიტაშვილის მხარდამჭერია. სპორტსმენმა სეზონის პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ამავე კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ ბელა ბურძენიძის ევროტურსაც უჭერს მხარს. ინიციატივა, უსაფრთხო მოგზაურობის იდეასთან ერთად, ქალების გაძლიერების მიმართულებასაც აერთიანებს.
ელენე კოხრეიძის, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცრის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც მუდმივად ახალ გზებს ეძებენ. „გაიარე მეტის“ კონცეფცია სწორედ უსაფრთხო მოგზაურობასა და ავტომობილის მოვლის კულტურის ყოველდღიურ ჩვევად ქცევას ისახავს მიზნად.
მოტომიმართულებით კომპანია წრიულ რბოლაში გიორგი მიხანაშვილის სპონსორია, რომელიც ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი რაიდერია. ასევე, მხარდაჭერას იღებს პროფესიონალი მოტომრბოლელი ლადო გუდაძე, რომელიც „პიტსტოპ აკადემიის“ დამფუძნებელია. კომპანია გეგმავს, ლადოსთან ერთად სხვადასხვა ტურში მონაწილეობა მიიღოს.
კამპანიის ფარგლებში გაიმართება საქველმოქმედო Moto მარათონიც, რომელსაც მოტოკლუბი Black Bells ახორციელებს. მონაწილეები ოთხი თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, 300 000 კილომეტრის გავლას შეეცდებიან. მიღწეული შედეგის შემთხვევაში, სიმბოლური თანხა ბავშვთა სახლს გადაეცემა. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის Motul-ს, რომელიც ტექნიკური ზეთების მიმართულებით გლობალური ლიდერია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.