„თეგეტა მოტორსმა“ თბილისში, გეზის ფილიალში მომსახურების ახალი, უნივერსალიზებული მოდელი დანერგა. სიახლე მიზნად ისახავს სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მფლობელებისთვის დროის დანახარჯების შემცირებას და პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას.
ერთი ფანჯრის პრინციპი
განახლებული მოდელის მთავარი არსი „ერთი ფანჯრის პრინციპია“. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს სერვისცენტრში მისვლიდან პროცესის დასრულებამდე ერთი კონკრეტული სერვისის მრჩეველი ემსახურება. ის კოორდინაციას უწევს როგორც ტექნიკურ სამუშაოებს, ისე დოკუმენტაციას და ანგარიშსწორებას.
ვახტანგ ზივზივაძის, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ეს პროექტი კომპანიის 30-წლიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში
გეზის ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკური მომსახურების ფართო სპექტრს:
- სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტროსისტემებისა და სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკა;
- დიზელის საწვავის სისტემების, ძალური გადაცემის აგრეგატებისა და Thermo King-ის სამაცივრე სისტემების სერვისი;
- ვულკანიზაცია, სამღებრო-სათუნუქე და სარობოტე სამუშაოები.
ფილიალში განთავსებულია რეგიონში უნიკალური, 22-მეტრიანი სამღებრო სივრცე, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების შეღებვის საშუალებას იძლევა.
Health Check და პრევენციული ზომები
მნიშვნელოვანი სიახლეა Health Check სერვისი. ავტომობილის სერვისცენტრში მისვლისას, ნებისმიერი ტიპის დაზიანების მიუხედავად, მენეჯერი ატარებს ავტომობილის სრულ შემოწმებას. შედეგები აისახება სისტემაში და მომხმარებელს გადაეცემა დეტალური აქტი რეკომენდაციებით.
აღნიშნული მიდგომა ბიზნესს საშუალებას აძლევს, პოტენციური ტექნიკური რისკები წინასწარ აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს მასშტაბური დაზიანებები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოგისტიკური კომპანიებისთვის.
„ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ნებისმიერი ტიპის ტექნიკური მომსახურება ერთ სივრცეში, სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღოს“, — აღნიშნავს ვახტანგ ზივზივაძე.
მომსახურების მოლოდინის პერიოდში მძღოლებისთვის ფუნქციონირებს „თეგეტა ლაუნჯი“, რომელიც მოიცავს მოსასვენებელ ზონას, კაფეს, საშხაპეებსა და სამრეცხაო სივრცეებს. ფილიალი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა MAN, Bridgestone, Michelin და ZF.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.