6 შედეგი · "ერევანი"

სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმავეს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. ერევნის აეროპორტში მას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დახვდა.

რუსეთმა სომხური ტვირთები საზღვარზე გააჩერა: პოლიტიკური ზეწოლა ერევანზე
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტი შეზღუდა. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ასამდე სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, მძღოლები ამას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ.

მედვედევი ფაშინიანს აკრიტიკებს: სომხეთი რუსეთს შორდება
დმიტრი მედვედევმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მისი თქმით, ერევანი რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსს ადგას და უკრაინის სცენარისკენ მიდის.

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების საკვანძო რგოლია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს როლს რეგიონულ დიპლომატიაში გაუსვა ხაზი. ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ თბილისთან ურთიერთობები ისტორიული, ძმური და დამოუკიდებელია სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან.

ერევანი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაიწყო
სომხური ავიაკომპანია Flyone Armenia-მ ერევანი-ბათუმი-ერევნის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონული ტურიზმისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

