საფრანგეთის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომი ზეიმი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებამ „არსენალთან“ დაძაბული ღამე მოიტანა, რომლის შედეგადაც სამართალდამცავებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ პარიზში 280-მდე პირია დაკავებული. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქალაქის ქუჩებში ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

Anadolu via Getty Images PSG supporters release flares during clashes with police in Paris.
Flares set off in central Paris after PSG defeated Arsenal

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გულშემატკივრებმა „შანზ-ელიზე“ დაიკავეს. პოლიციამ შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის ფონზე, ქალაქის ცენტრში დაფიქსირდა პიროტექნიკის გამოყენება, ცეცხლის წაკიდება ელექტროველოსიპედებისთვის და მაღაზიების ვიტრინების ჩამტვრევა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა მომხდარს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა. დაპირისპირების შედეგად დაშავდა შვიდი პოლიციელი, დაზიანდა ექვსი ავტომობილი, ორი ბიზნეს ობიექტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება.

კრიტიკით გამოვიდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი. მისი თქმით, საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთის კლუბის გამარჯვება არეულობას იწვევს და მოქალაქეებს სახლებში ჩაკეტვა უწევთ, რათა ძალადობას აარიდონ თავი.

აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე წელია, რაც „პარი სენ-ჟერმენის“ წარმატება საფრანგეთში ძალადობრივ ქმედებებთან ასოცირდება. გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის აღნიშვნისას დაფიქსირებულ შეტაკებებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 17 წლის მოზარდი.

მიუხედავად არეულობისა, კლუბი გამარჯვების აღნიშვნას აგრძელებს. დღეს დაგეგმილია საზეიმო მსვლელობა, რომელიც ეიფელის კოშკის მიმდებარედ, „შამ დე მარსზე“ გაიმართება. საღამოს გუნდს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს.

AFP via Getty Images Bustling crowds swamp Avenue des Champs-Élysées, lit up by a ball of red flares along the landmark mall. The Arc de Triomphe can be seen at the end of the avenue.
Flares lit up Avenue des Champs-Élysées on Saturday night.