კიევის ოლქის დაბა დიმერში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. როგორც კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, დარტყმის შედეგად შენობის ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის (ГСЧС) მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმის შემდეგ 14 მცხოვრებთან კავშირი დაკარგულია. ადგილობრივი ხელისუფლების განახლებული ცნობით, იერიშს სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.