კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ცნობით, მაშველებმა განადგურებული საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ექვს ადამიანს შეადგენს. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 წლის ბავშვის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.
რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის დიმერის დასახლებაზე იერიში გუშინ მიიტანეს. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი სრულად დაინგრა, რამაც ადგილზე მასშტაბური სამაშველო-სამძებრო სამუშაოების დაწყება გამოიწვია.




დისკუსია
0 კომენტარი