საქართველოს ბანკი აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების გაფართოებას. განათლების მთავარი მხარდამჭერი, 12 ივნისს, 17:00 საათზე, Fulbright-ის პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულ პირთათვის ონლაინ ვებინარს გამართავს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პარტნიორობით განხორციელებული პროგრამა ქართველ სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, მიიღონ სამაგისტრო განათლება აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით.
რა საკითხებს განიხილავენ ვებინარზე?
შეხვედრის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია განაცხადის პროცესის, შერჩევის კრიტერიუმებისა და სტიპენდიით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ. მონაწილეები გაეცნობიან:
- სრული დაფინანსების მოპოვების გზებს;
- პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომ აკადემიურ მიმართულებებს;
- Fulbright-ის სტიპენდიის პაკეტის შინაარსს;
- განაცხადის შევსების ტექნიკურ დეტალებსა და შერჩევის ეტაპებს.
ვებინარის სპიკერებად მოწვეულნი არიან პროგრამის კოორდინატორი ნინა გაბადაძე და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი. მათთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს Fulbright-ის სტიპენდიანტი სალომე ცეცხლაძე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ ეთერში დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
რეგისტრაცია და ვადები
Fulbright-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 1 ივლისს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც ვებინარის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
Fulbright-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. ის სტუდენტებს ეხმარება არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღებაში, არამედ აკადემიური და პროფესიული უნარების საერთაშორისო გარემოში განვითარებაში.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვებინარზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.