ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალურ მოძრაობას“ მწვავედ აკრიტიკებს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია ნებისმიერ ტრაგიკულ შემთხვევას თუ ინციდენტს მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად იყენებს.
ხუბუას შეფასებით, გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი, რომელიც თავისთავად ამაზრზენი და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ რეაგირებას მოითხოვს, ოპოზიციისთვის მხოლოდ სპეკულაციის იარაღია.
ოჯახების პოზიცია და ოპოზიციის რეაქცია
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ნაცსვავების კოლაფსი“ მაშინ იწყება, როდესაც დაზარალებულის ოჯახის წევრები უარს ამბობენ საკუთარი გასაჭირი პოლიტიკოსების საჟონგლიოროდ აქციონ.
მისი თქმით, გორში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულის ოჯახმა სწორედ ასეთი პოზიცია დაიკავა და პოლიტიკანთა „ფერხულს“ გაემიჯნა. ამ გადაწყვეტილებამ კი ოპოზიციის მხრიდან ბულინგი გამოიწვია.
ისტორიული პარალელები
ჯაბა ხუბუამ გაიხსენა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე. მისი თქმით, მაშინაც მსგავსი სცენარი განვითარდა — ოჯახმა „ნაციონალებს“ სპეკულირების საშუალება არ მისცა.
ხუბუას მტკიცებით, იმ დროს სააკაშვილის პროპაგანდისტმა თეა ადეიშვილმა ოჯახი საქმის ჩაფარცხვის მცდელობაშიც კი დაადანაშაულა, რაც ჟურნალისტმა „ამორალურობის და სახიფათო უტიფრობის“ გამოვლინებად შეაფასა.
„ნებისმიერი ინციდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა - ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის“, - წერს ჯაბა ხუბუა.
პუბლიცისტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.