ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების მორიგი და მწვავე ეტაპი დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ და „ახალის“ დამფუძნებელმა, ნიკა მელიამ, ყოფილი თანაპარტიელი, მიხეილ სააკაშვილი ღიად გააკრიტიკა.
„ეგოზე ზრუნვით ორსული“
ნიკა მელია ექსპრეზიდენტს „თავის ეგოზე ზრუნვით ორსულს“ უწოდებს. მისი თქმით, სააკაშვილის ქმედებები არა საზოგადოებრივ, არამედ მხოლოდ პირად, ეგოისტურ ინტერესებს ემსახურება.
მელიას მტკიცებით, სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა ყოფის განუყოფელი ნაწილია. „ადამიანს შიში აიძულებს, იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადექვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს“, — აცხადებს მელია.
ეჭვიანობა და ღალატის ბრალდება
პარტია „ახალის“ ლიდერი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის მხრიდან ეჭვიანობა მასზე მრავალი წელია გრძელდება. მელიამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს განცდა მისთვის „ყელს შემოჭერილი მარყუჟივითაა“.
„სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე. იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის და მუდმივად ეჭვითაა შეფორიაქებული“, — წერს ნიკა მელია.
მელიას თქმით, მას სააკაშვილისგან ზურგში დანის ჩარტყმის გამოცდილება უკვე აქვს, ამიტომაც გამორიცხავს მასთან რაიმე სახის პოლიტიკურ ერთობას. მისი პოზიციით, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესები მეორე პლანზე გადადის.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.