რუსეთის ფედერაცია აშშ-ს კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ეს რეკომენდაცია ვაშინგტონს შესაბამისი დიპლომატიური არხებით უკვე გადაეცა.

მოსკოვის ამ ნაბიჯის მიზეზი უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე რუსეთის მხრიდან დაგეგმილი სამხედრო დარტყმებია. უშაკოვის განცხადებით, რუსულმა მხარემ საკითხის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა.

პასუხი ვაშინგტონიდან

„ჩვენ ამ საკითხზე განცხადება გავაკეთეთ და შესაბამისი არხებით ამერიკულ მხარეს ჩვენი რეკომენდაციებიც გადავეცით. რამდენადაც ვიცი, პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა“, - განაცხადა იური უშაკოვმა.

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 მაისს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს კომუნიკაციის შესახებ.

წინარე ისტორია

რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვმა რუბიოს აცნობა, რომ რუსეთი უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე მასშტაბურ დარტყმებს იწყებს. სწორედ ამ მუქარის ფონზე გაისმა მოწოდება კიევში მყოფი ამერიკელი დიპლომატებისა და პერსონალის ევაკუაციის შესახებ.

ამ დროისთვის არც თეთრი სახლს და არც სახელმწიფო დეპარტამენტს რუსული მხარის ამ მოწოდებაზე ოფიციალური პასუხი არ გაუცია. ვითარება რჩება უკიდურესად დაძაბულად, რადგან საუბარია უკრაინის დედაქალაქის სტრატეგიულ ობიექტებზე მიზანმიმართულ იერიშებზე.