საქართველოს ბანკი განათლების სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სასკოლო გუნდური შეჯიბრება – STEM ოლიმპიადა ფინალურ ეტაპს უახლოვდება.
ფინალური ტური 7 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 10 საუკეთესო სკოლის 50 მოსწავლე, რომლებმაც შერჩევის რთული ეტაპები წარმატებით გაიარეს.
ოლიმპიადის ფინალი პრაქტიკულ კომპონენტს ეთმობა. მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებებზე, შექმნიან პროექტებს და მათ გამოფენაზე წარადგენენ. ჟიური სწორედ ამ პრაქტიკული უნარებისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულებს.
გამარჯვებული გუნდი 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდება. გარდა ამისა, დაჯილდოვდებიან მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ასევე გამოვლინდებიან ფიზიკა-მათემატიკური სკოლების საუკეთესო გუნდები. პროექტის ფიზიკურ სივრცეს ალტე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
შესარჩევი პროცესი საკმაოდ მასშტაბური იყო: ოლიმპიადის ონლაინ ტურში 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი პირველ ტურში გადავიდა, სადაც მათ მათემატიკისა და ფიზიკის ამოცანების გადაჭრა მოუწიათ. ფინალამდე კი მონაწილეებმა 40-საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი გაიარეს, რომელსაც კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებოდნენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.