თბილისში, ფილარმონიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით მასშტაბური „შაბათის მარში“ დაიწყო. აქციის მთავარი გზავნილია - „ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“.
მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები. ასევე, აქტივისტებს გამოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის პოსტერები, რომლითაც საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.
მსვლელობას შეუერთდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მონაწილეები გეგმავენ, რომ მსვლელობის დასრულების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან შეკრებილ სხვა მოქალაქეებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ქალაქის მთავარი გამზირის გავლით გადაადგილდებიან. მათ მიზანს საზოგადოებრივი ერთიანობის დემონსტრირება და ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება წარმოადგენს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის უკვე მობილიზებული არიან სხვა მოქალაქეებიც, რომლებიც მარშის მონაწილეებს ელოდებიან. წესრიგს ადგილზე შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.