მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე 11 დღით ადრე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საგულისხმო გამარჯვება მოიპოვა. რუსთავის რაგბის სტადიონზე გამართულ ბოლოსწინა გასახურებელ და სასელექციო მატჩში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დამაჯერებლად, 52:17 დაამარცხეს.

მატჩი მნიშვნელოვანი იყო სამწვრთნელო შტაბისთვის, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყვნენ იმ შემადგენლობაზე, რომელიც მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ღირსებას დაიცავს. გუნდმა მაღალი ტემპი აჩვენა და მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. გიგი სირბილაძე, 9. დაჩი წიკლაური.

შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. ანდრია ბილანიშვილი, 5. თორნიკე ტორაძე, 6. გიორგი ზაზაძე, 7. გიორგი არძენაძე, 8. ირაკლი ყოლბაია.

სათადარიგო მოთამაშეები და მარქაფა: გიორგი აღნიაშვილი, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, საბა ნოზაძე, დავით ბარამია, ლუკა ნარსია, თემურ ძოძუაშვილი, ლეონიდე სალდაძე, ნიკოლოზ ხალვაში, არჩილ ნოზაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი ხონელიძე, მათე მახარაძე, დავით ბარბაქაძე და ავთანდილ ზვიადაძე.

სამწვრთნელო შტაბმა მატჩის მსვლელობისას აქტიურად გამოიყენა როტაცია, რამაც საშუალება მისცა კანდიდატებს, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოევლინათ. გუნდი ახლა დასკვნითი მზადების ფაზაზე გადადის.