საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ამჟამად მუხლის ჯვარედინი იოგების ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის, სოციალურ პლატფორმა Twitch-ზე საუკეთესო თავდამსხმელზე ისაუბრა, ვისთან ერთადაც მოედანზე უასპარეზია.
კვარაცხელიას შეფასებით, ვიქტორ ოსიმენი გამორჩეული ფეხბურთელია. „ოსიმენი საუკეთესოა. იგი ყველაზე გამორჩეული 9-იანია, ვის გვერდითაც მითამაშია. მისი სისწრაფე, ბურთთან მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი და მისი ნახტომი, უბრალოდ დაუჯერებელია“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელები იტალიური „ნაპოლის“ შემადგენლობაში ერთად ასპარეზობდნენ. სწორედ მათი ლიდერობით მოახერხა ნეაპოლიტანურმა კლუბმა 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოპოვება.
საჩემპიონო სეზონში ორივე მათგანმა ინდივიდუალური აღიარება მოიპოვა: ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ვიქტორ ოსიმენი ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა.






დისკუსია
0 კომენტარი