ბიტკოინი (BTC) 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე სუსტ კვირას გადის. პარასკევის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში დაახლოებით 15%-ით შემცირდა.
ვაჭრობის პროცესში ბიტკოინის ფასი 61 000 დოლარის ნიშნულამდეც კი დაეცა, თუმცა მოგვიანებით 62 500 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა. ეს 1 500-დოლარიანი მცირე აღდგენა მიანიშნებს, რომ მყიდველები კვლავ ცდილობენ ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი, 60 000-დოლარიანი მხარდაჭერის ზონის შენარჩუნებას.
რამდენად დაბლა შეიძლება ჩამოვიდეს ბიტკოინი?
ამჟამად ბიტკოინი ტესტავს 200-კვირიან საშუალო მოძრავ მაჩვენებელს (SMA), რომელიც 61 800 დოლარის მიდამოებშია. ისტორიულად, ეს დონე ბაზრის ციკლებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად ითვლება.
ანალიტიკოსი Radz-ის შეფასებით, თუ 200-კვირიანი SMA-ს მხარდაჭერა შენარჩუნდება, ბიტკოინის ფასი შესაძლოა 55 000 დოლარამდე ჩამოვიდეს, რაც ამ ეტაპზე „ყველაზე ცუდ“ სცენარად განიხილება.
ეს დონე 2019, 2020, 2022 და 2023 წლებში დადასტურებული საყრდენი იყო. 2026 წლის თებერვალში ბიტკოინი ამავე დონის ტესტირების შემდეგ 37%-ით გაიზარდა.
ტექნიკური ანალიზი: „დათვის დროშა“ და 50 000 დოლარის ნიშნული
ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ჩარტზე ყალიბდება „დათვის დროშის“ (bear flag) პატერნი, რაც კორექციის გაღრმავებაზე მიუთითებს. ბიტკოინმა უკვე გადაკვეთა დროშის ქვედა საზღვარი, რაც ვაჭრობის მზარდ მოცულობასთან ერთად, გამყიდველების აქტიურობას ადასტურებს.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სამიზნე ნიშნული 50 000-დან 51 000 დოლარამდე ზონაა. ეს არეალი ემთხვევა წინა ჰორიზონტალურ მხარდაჭერებსაც.
On-chain მონაცემები და შემდგომი რისკები
Glassnode-ის მონაცემებით, ბიტკოინის რეალიზებული ფასი 53 740 დოლარის მიდამოებშია. ეს ის საშუალო ფასია, რომლითაც ბიტკოინი ბოლო დროს მოძრაობდა ბლოკჩეინზე. ანალიტიკოსები ასევე გამოყოფენ 50 560 დოლარის მხარდაჭერას.
ამ მონაცემების გაერთიანებით, 50 000-დან 54 000 დოლარამდე დიაპაზონი კრიტიკულ ზონად რჩება. თუმცა, რისკები აქ არ მთავრდება. კვირის ჩარტზე შესაძლოა „ჭიქა და სახელურის“ (cup-and-handle) პატერნის დარღვევაც ვიხილოთ.
თუ ფასი ამ დონესაც ვერ შეინარჩუნებს, ტექნიკური ანალიზის მიხედვით, შესაძლოა კურსი 33 000 დოლარამდეც კი შემცირდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.