Coinbase-ი კრიპტოვალუტების მიღმა საკუთარი გავლენის გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომხმარებლებს სხვა საბროკერო პლატფორმებიდან არსებული აქციებისა და ETF-ების (საბირჟო ფონდების) პორტფელების პირდაპირ გადატანა შეუძლიათ.
ეს სიახლე Coinbase Advanced-ის მომხმარებლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. პროცესი ხორციელდება ACATS-ის (Automated Customer Account Transfer Service) სისტემის საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა, ფასიანი ქაღალდები და ნაღდი ფული ერთი ბროკერიდან მეორეში აქტივების გაყიდვის გარეშე გადავიდეს.
კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი Coinbase-ს ტრადიციული ფინანსური პლატფორმებისა და ისეთი სერვისების პირდაპირ კონკურენტად აქცევს, როგორიცაა Robinhood. მიზანი მარტივია: მომხმარებელმა შეძლოს აქციების, ETF-ებისა და კრიპტოაქტივების მართვა ერთიანი ინტერფეისიდან.
Coinbase-ი მომხმარებლებს სთავაზობს ნულოვან საკომისიოს აქციებით ვაჭრობაზე, TradingView-ს ჩარტინგის ინსტრუმენტებს, ფრაქციულ აქციებს და 3.5%-მდე წლიურ სარგებელს USDC-ის ბალანსზე. პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია დაახლოებით 6,000-მდე ფასიანი ქაღალდი.
კომპანია გეგმავს ვაჭრობის შემდგომ გაფართოებასაც. უახლოეს თვეებში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება კრიპტო და საფონდო ოპციები, თემატური კაპიტალის ინდექსის პერპეტუალური ფიუჩერსები და წინასწარი IPO-ს პერპეტუალები.
რატომ ცვლის Coinbase სტრატეგიას?
Coinbase-ის გაფართოება კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებული მაღალი არასტაბილურობითაა განპირობებული. კომპანიის შემოსავლები ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ციფრული აქტივების ფასების ციკლებთან.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალი წარმატებული აღმოჩნდა, 2026 წლის პირველმა კვარტალმა კომპანიას მოულოდნელი ზარალი მოუტანა. კრიპტოვალუტების ფასების კლებამ ვაჭრობის აქტივობა შეამცირა, რამაც შემოსავლებზე ნეგატიურად იმოქმედა. კერძოდ, კომპანიამ აქციაზე 1.49 დოლარის ზარალი დააფიქსირა 1.41 მილიარდი დოლარის შემოსავლის ფონზე.
საფონდო ბაზარზე შესვლით Coinbase ცდილობს დივერსიფიკაცია გაუკეთოს შემოსავლის წყაროებს და შეამციროს დამოკიდებულება მხოლოდ კრიპტო-აქტივების ბაზარზე, რაც კომპანიის გრძელვადიანი მდგრადობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.