ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ, SpaceX-მა, საფონდო ბირჟაზე ისტორიული ნიშნული დააფიქსირა. ორშაბათს კომპანიის აქციები 20%-ით გაიზარდა, რამაც მისი საბაზრო შეფასება დაახლოებით 2.5 ტრილიონ დოლარამდე აიყვანა. ზრდის ტემპი არ შენელებულა სამშაბათსაც, სადაც ვაჭრობის დაწყებამდე აქციები კიდევ 9%-ით გაძვირდა.

ამჟამად ერთი აქციის ფასი 210 დოლარს შეადგენს, რამაც კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 2.7 ტრილიონ დოლარზე მეტად განსაზღვრა. ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ SpaceX-მა Amazon-ის 2.6-ტრილიონიანი შეფასება ჩამოეტოვებინა.

სწრაფი ზრდა IPO-ს შემდეგ

ინვესტორების ინტერესი SpaceX-ის მიმართ განსაკუთრებით მაღალია. პარასკევს. კომპანიამ პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) გასულ პარასკევს, 135 დოლარიანი საწყისი ფასით განახორციელა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში აქციების ღირებულება 54%-ით გაიზარდა.

საფონდო ბირჟის ზოგადი სურათი, SpaceX-ის ფონზე, შედარებით სტაბილურია. ბიტკოინი 65 000 დოლარის ფარგლებში ვაჭრობს, ხოლო ოქროს ფასი 3 340 დოლარს შეადგენს უნციაზე. ორივე აქტივმა დღის განმავლობაში მცირე ზრდა აჩვენა.

ენერგორესურსები და ბაზარი

საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება ნავთობის ბაზარზე. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი კვლავ კლებულობს და ბარელზე 78 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასმა 3%-ით დაიწია, რაც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მერყევ განწყობებზე მიუთითებს.

ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ტექნოლოგიური სექტორის აქტივობას, სადაც SpaceX-ის წარმატება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ბოლო პერიოდის განმავლობაში.