„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 16 ივნისს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. სამუშაოების მიმდინარეობისას ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გათიშვა დილის საათებშია დაგეგმილი. კერძოდ, 11:30 საათიდან 17:00 საათამდე დენი არ მიეწოდებათ სოფელ ბოჭორმას, ომარაულებსა და მათ მიმდებარედ არსებულ დასახლებებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტში სამუშაოები დღის მეორე ნახევარში განხორციელდება. 16:30 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ სოფელ ნიჩბისის, სასხორისა და მისაქციელის მცხოვრებლებს, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ქსელის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.