საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ გააჟღერა.
კირცხალიას თქმით, მმართველი გუნდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს მართავს საქართველოს საპატრიარქოსთან. დეპუტატმა დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე მზადების პროცესშია.
„აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ჯერჯერობით უცნობია, რა ვადებში და რა ფორმით მოხდება აღნიშნული აკრძალვის კანონმდებლობაში ასახვა, თუმცა დეპუტატის განცხადება მიუთითებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებაზე, სუროგაციის პრაქტიკა ქვეყანაში სრულად აიკრძალოს.







დისკუსია
0 კომენტარი