ექვსთვიანი ინტენსიური გამოძიების შემდეგ, ბრიტანულმა მართლმსაჯულებამ 18 წლის ჰენრი ნოვაკის მკვლელობის საქმეზე საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი. დადასტურდა, რომ თავდამსხმელმა მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები სპეციალური, სარიტუალო დანით მიაყენა.

პოლიციის საეჭვო ქმედებები

მიუხედავად მკვლელის გამტყუნებისა, საზოგადოებრივი ინტერესი პოლიციის ქმედებებისკენაცაა მიმართული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე დაჭრილი ნოვაკი იპოვეს, პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუციათ.

ირკვევა, რომ პოლიციელებმა დაჭრილ მოზარდს ხელბორკილები დაადეს. მათ ამ ქმედების გასამართლებლად მკვლელის მიერ მიცემული ცრუ ჩვენება გამოიყენეს. დამნაშავე ამტკიცებდა, რომ თავად იყო რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი, რის გამოც პოლიციამ ნოვაკი ეჭვმიტანილად მიიჩნია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ არ შეაფასა.

შედეგად, დაჭრილი მოზარდი გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე დააკავეს. აღნიშნული გარემოება საქმის განხილვისას ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიზოდად იქცა, რაც ბრიტანულ სამართალდამცავ სისტემაში არსებულ კითხვებს კიდევ უფრო ამწვავებს.

გამოძიებამ დაადასტურა, რომ მკვლელმა მიზანმიმართულად შეიყვანა პოლიცია შეცდომაში, რამაც დაჭრილი მოზარდისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესი შეაფერხა.