ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია განახორციელა. იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანში, თავრიზსა და ისპაანში. ვითარების გამწვავების ფონზე, ირანმა თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა დროებით შეაჩერა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ისრაელმა იერიშისთვის ჰაერი-მიწა ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ ოპერაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
აღსანიშნავია, რომ Axios-ის ცნობით, დარტყმების განხორციელებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ირანზე საპასუხო შეტევისგან. მიუხედავად ამ მოწოდებისა, ისრაელმა საპასუხო ნაბიჯები მაინც გადადგა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.