რომის პაპმა ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გლობალური გამოწვევები შეაფასა. მისი თქმით, თანამედროვე სამყარო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის, რაც პირდაპირ კავშირშია კონფლიქტების ესკალაციასთან და პოლარიზაციის ზრდასთან.
პონტიფიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობა მსოფლიოს არასტაბილურს ხდის. მისი თქმით, მშვიდობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი, ეს არის მორალური აუცილებლობა, რომელიც თითოეულ სახელმწიფოს ეკისრება.
ლეო XIV-მ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, პრობლემები იარაღის ნაცვლად საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით გადაჭრან. პაპმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს სჭირდება დიპლომატიური გამბედაობა და საერთო პასუხისმგებლობის გააზრება.
ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 6-დან 12 ივნისამდე გრძელდება, პაპმა მადრიდში ღია ცის ქვეშ საზეიმო წირვა ჩაატარა. ოფიციალური მონაცემებით, ღონისძიებას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რომ სექტემბრის ბოლოს, კერძოდ 25-28 სექტემბერს, ლეო XIV სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში ბოლო ოცი წლის განმავლობაში.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.