საქართველოს ბანკი PLUS-ის დაბადების დღეს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს. 2026 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ინვესტიციების განხორციელებით დამატებითი ქულები დააგროვონ და მთავარი პრიზის — 1 000 000 PLUS ქულის მფლობელები გახდნენ.

კამპანიაში მონაწილეობა საკმაოდ მარტივია. მომხმარებელმა მობილბანკის „ინვესტიციების“ სივრცეში უნდა შეიძინოს რომელიმე კომპანიის აქცია ან ერთ-ერთი 70 ხელმისაწვდომი კრიპტო აქტივიდან. აქციის პირობების მიხედვით, ყოველი მე-10 ტრანზაქცია ავტომატურად საჩუქრდება.

საჩუქარი 1 000 PLUS ქულით იწყება. ყოველი მომდევნო მე-10 ტრანზაქციისას საჩუქრის მოცულობა 500 ქულით იზრდება და მაქსიმუმ 3 000 ქულას აღწევს, რის შემდეგაც ციკლი თავიდან იწყება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მომხმარებელს საჩუქრის მიღება მხოლოდ ერთხელ შეუძლია ფასიანი ქაღალდების კამპანიის ფარგლებში და ერთხელაც — კრიპტო აქტივების შეძენისას.

ქულები მომხმარებლის ანგარიშზე ტრანზაქციის შესრულებისთანავე აისახება, რის შესახებაც ბანკი შეტყობინებას გამოაგზავნის. თუმცა, კამპანიის მთავარი მიზანი 1 000 000 PLUS ქულის მოგებაა. ამ პრიზს ყოველი 50 000-ე ტრანზაქციის შემსრულებელი მიიღებს.

ბანკი მომხმარებლებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ტრანზაქციების მრიცხველს საქართველოს ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, რათა ზუსტად იცოდნენ, მერამდენე ტრანზაქცია შეასრულეს. გამარჯვებულს ბანკი შესრულებული ტრანზაქციიდან ორი სამუშაო დღის ვადაში დაუკავშირდება.

აქციაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სრულწლოვან რეზიდენტ მომხმარებელს, გარდა ბანკის თანამშრომლებისა. ეს კამპანია არა მხოლოდ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის, არამედ დამატებითი ბენეფიტების მიღების შესაძლებლობასაც იძლევა.