SOLO მომხმარებლებისთვის კულტურული გამოცდილებების გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, ორგანიზაციამ სუხიშვილების ექსპერიმენტულ სივრცესთან, „თაკარასთან“ ერთად, უნიკალური მუსიკალური პროექტი განახორციელა.
შედეგად, შეიქმნა ვინილი „თაკარა“ – ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც მხოლოდ 600 ეგზემპლარად გამოიცა. ფირფიტა მსმენელს საშუალებას აძლევს, სუხიშვილების სცენის ენერგია საკუთარ სახლში გადაიტანოს.
ალბომში შესული კომპოზიციები პირდაპირ „თაკარას“ სცენიდანაა აღებული. ჩანაწერები სტუდია Leno Records-ში მომზადდა, რათა სცენის ჟღერადობა მაქსიმალურად ავთენტურად ყოფილიყო შენარჩუნებული.
ილიკო სუხიშვილის თქმით, „თაკარაში“ მუსიკა და ცეკვა ერთმანეთისგან განუყოფელია. კომპოზიციები ნაბიჯ-ნაბიჯ, მოძრაობასთან ერთად იქმნება, რაც ამ მუსიკას განსაკუთრებულ მუხტს სძენს.
ვინილი რეალურად მუსიკალური კაფსულაა, რომელიც შვიდ განსხვავებულ წარმოდგენას აერთიანებს. თითოეული მათგანი „თაკარას“ სცენის ისტორიის ნაწილია. ფირფიტაზე წარმოდგენილია:
- „ქარაბშა“ – იმპროვიზაციული და თავისუფალი ენერგიით სავსე დადგმა;
- „ჯარა“ – სვანურ მოტივებზე დაფუძნებული, რიტმული კომპოზიცია;
- „კინტრიში“ – აჭარული ცეკვისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითა და ენერგიით.
თითოეულ ეგზემპლარს გააჩნია საკუთარი სერიული ნომერი, რაც მას საკოლექციო ნიმუშად აქცევს. ვინილის შეძენა მსურველებს SOLO ბუტიკში შეუძლიათ.
საქართველოს ბანკი, როგორც სუხიშვილების გენერალური სპონსორი, ხელოვნების პოპულარიზაციას კვლავ აქტიურად აგრძელებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.