შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი გააჟღერა. მინისტრის თქმით, შვედეთი განაგრძობს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც ქვეყნის ევროპულ ოჯახში ხილვა სურთ.
„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებიც დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირის წევრად ჩამოყალიბების იდეას იზიარებენ“, - განაცხადა სტენერგარდმა „ევროსკოპის“ კითხვის საპასუხოდ.
შვედი დიპლომატი არ მალავს შეშფოთებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მარია სტენერგარდი ხაზს უსვამს, რომ შვედეთის პოზიცია უცვლელია და ისინი კვლავ მტკიცედ დაუდგებიან გვერდში იმ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ევროპული ინტეგრაციაა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მსგავსი დისკუსიები ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროპული ქვეყნების გაზრდილ ყურადღებას. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ევროპული კურსი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში კვლავ აქტუალურია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.