თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, მართვის დაკარგვის შედეგად გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გალავანს შეეჯახა.
ძლიერი დარტყმის შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა. ადგილზე მისულ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მგზავრი გარდაცვლილი დახვდათ. დაღუპული ართანაში მცხოვრები 33 წლის მამაკაცია.
ავარიის შედეგად დაშავდა მეორე პირიც, რომელიც შემთხვევის ადგილიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. პოლიციამ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს მომხდარის ზუსტი მიზეზები და გარემოებები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.