კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ანონსს ეხმაურება. ვიდეომასალაში ასახულია პოლიციელების მიერ დაკავებული მოქალაქეების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემთხვევები არ არის იზოლირებული მოვლენები. მან ჩამოთვალა სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის ქობულეთში, გორსა და თბილისში მომხდარი ინციდენტები.
„ყველაფერი, რაც კამერაზე ხვდება და ჟონავს, არის ერთეული შემთხვევები. ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა“, — წერს ჯაფარიძე სარკასტულად.
შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ მიერ გასაჯაროებული კადრების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარაში, ქობულეთში მომხდარ ძალადობის ფაქტს, რომელშიც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი მონაწილეობდა.
შსს-ს განმარტებით, აღნიშნული დანაშაული გენერალურმა ინსპექციამ 2026 წლის თებერვალში გამოავლინა. პროკურატურამ კი სამივე პოლიციელი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავა.
ჯაფარიძის თქმით, საზოგადოება ხედავს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც კამერების საშუალებით ხდება ცნობილი. ის მიიჩნევს, რომ ეს კადრები სისტემური პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.