10 შედეგი · "ბათუმის მერია"

ბათუმის მერიამ უსახლკაროების სტატუსის მინიჭების პროცესი დაიწყო
ბათუმის მერიამ უსახლკარო პირთა და ოჯახების აღრიცხვის მიზნით შემოსული განაცხადების შესწავლა დაიწყო. სპეციალური კომისია, რომელიც საკითხს შეისწავლის, უკვე გააქტიურდა და პირველი სხდომაც გამართა.

ბათუმის ცენტრალური პარკი ბოტანიკური ბაღის მართვაში გადავიდა
ბათუმის მერიამ ცენტრალური პარკის ტერიტორია ბოტანიკურ ბაღს მართვაში გადასცა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სივრცის ეფექტიან მართვასა და ხარჯების ოპტიმიზაციას ემსახურება.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი ოფისისთვის 950 ათას ლარს დახარჯავს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალ ოფისს აწყობს. სამუშაოებისთვის 949 ათას 865 ლარია გათვალისწინებული, ტენდერში წინადადებების მიღება ივნისში დაიწყება.

ბათუმის მერიამ ფესტივალებისთვის სივრცეების იჯარის ფასი დაადგინა
ბათუმის მერიამ ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეებში ფესტივალებისა და გამოფენა-გაყიდვებისთვის განკუთვნილი ადგილების სარგებლობის საფასური განსაზღვრა. გადაწყვეტილება საკრებულომ 29 მაისს მიიღო.

გონიო-კვარიათის პლაჟები: როდის გამოაცხადებს მერია აუქციონს
ტურისტული სეზონის დადგომამდე ცოტა დრო რჩება, თუმცა გონიო-კვარიათის პლაჟებზე მომუშავე მეწარმეებს აუქციონების ვადები ჯერაც არ იციან. ბათუმის მერია პროცესის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ბათუმის ბულვარში ელექტროსკუტერების გადაადგილება ნებადართულია
ბათუმის მერიამ ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერების აკრძალვის გადაწყვეტილება შეაჩერა. საკითხს 29 მაისს საკრებულო განიხილავს, მანამდე კი მეწარმეები მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

ბათუმის მერია რაგბის სტადიონის პროექტს ისევ აჩერებს
ბათუმის მერია რაგბის სტადიონის მშენებლობას, რომელიც 2 წლის წინ დაანონსდა, კვლავ ვერ იწყებს. პროექტი ბიუჯეტიდან ამოიღეს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს.

ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა გეგმას გადააჭარბა
ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებისა და საურავების სახით 6,4 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. მერია წლის პირველ სამ თვეში მხოლოდ 3,5 მილიონი ლარის მობილიზებას ელოდა, თუმცა რეალურმა მაჩვენებელმა პროგნოზი მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ პროექტისთვის ადგილი ვერ შეარჩია
ბათუმის მერია ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამის განხორციელებას ვერ ახერხებს. მიუხედავად ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხისა, უწყება ამ დრომდე ვერ არჩევს ტერიტორიას, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს.

ბათუმის მერიის სადავო გადაწყვეტილება: მოქალაქეები მუქარაზე საუბრობენ
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მცხოვრებლები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. კომერციული ფართების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მათ საკუთრებაში არსებული შესასვლელები უნებართვოდ გაიყიდა.

