4 შედეგი · "მეთადონი"

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფი გაანეიტრალეს. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნახევარ კილოგრამამდე მეთადონი და ნარკოტიკების დასაფასოებელი მასალები ამოიღეს.

ნარკოდანაშაული თბილისში: დაკავებულია 11 პირი, მათ შორის უცხოელები
თბილისის პოლიციამ 11 პირი დააკავა, რომლებსაც ნარკოტიკების რეალიზაციასა და კულტივირებას ედავებიან. ამოღებულია მეთადონი, ალფა-პვპ, მორფინი და სხვა ნივთიერებები. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს: ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეფედრონი და მეთადონი ამოიღო. დაკავებულია სამი პირი, რომლებსაც ბრალად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა ედებათ.

ბათუმში ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გაშიფრეს: 3 დაკავებული
აჭარის პოლიციამ ბათუმში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მეფედრონს სადარბაზოებში მალავდნენ, ხოლო საქართველოს მოქალაქეს მეთადონის განსაკუთრებით დიდი ოდენობა აღმოაჩნდა.

