ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდის, დევიდ ბექჰემის კარიერაში მნიშვნელოვანი დღე ოჯახური სკანდალის ფონზე ჩაიარა. ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიას მისი უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი არ დაესწრო.

ვითარებას უფრო დაძაბულს ხდის ის ფაქტი, რომ ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელცი, ცერემონიის ადგილიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე ცხოვრობენ. მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა, მათ ღონისძიებაზე მისვლა არ ისურვეს.

ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში

ღონისძიების შემდეგ დევიდ ბექჰემმა სოციალური ქსელის საშუალებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. მან შვილებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ მისი ყოველდღიური მოტივაციის მთავარ წყაროს.

„შენ და შენი ძმები ხართ მიზეზები, რის გამოც ყოველ დილით ვდგები. იმედი მაქვს, ოდესმე ჩემს შვილიშვილებს აქ მოიყვან და მოუყვები ჩემზე, პატარა მეოცნებე ბიჭზე, რომელმაც შეძლო და რაც უნდოდა, იმას მიაღწია“, — წერს ბექჰემი.

მისი თქმით, შვილების სიამაყე მისთვის ყველაზე დიდი კარიერული და ცხოვრებისეული მიღწევაა.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?

ბრუკლინ ბექჰემის ვერსიით, დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მაშინ წყვილი ლონდონში სპეციალურად დევიდის დაბადების დღის მისალოცად გაემგზავრა. თუმცა, როგორც ირკვევა, დევიდმა შვილის მიპატიჟება არ ისურვა.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დევიდმა ბრუკლინს დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ერთი პირობით: ბრუკლინი ნიკოლას გარეშე უნდა მისულიყო. სწორედ ამ მოთხოვნამ გამოიწვია ბრუკლინის პროტესტი და მამასთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა.