UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია, თავის მომავალ მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის მწვავედ უპასუხა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა მებრძოლმა თოფურიას ოჯახურ ცხოვრებაზე შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა.
გეიჯიმ განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ მეუღლის ადგილზე ისიც მიატოვებდა ქართველ მებრძოლს. თოფურიამ აღნიშნა, რომ მანამდე გეიჯის პატივს სცემდა, თუმცა ამ განცხადების შემდეგ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.
„შენს ოჯახსა და ქვეყანას ყველას თვალწინ დაგაძინებ“
თოფურიას თქმით, გეიჯიმ წითელი ხაზები გადაკვეთა, რის გამოც ის ვეღარ მიიღებს პატივისცემას არც ჩემპიონისგან და არც მისი გუნდისგან. „ოქტაგონზე შენთან მხოლოდ ორი წუთი მჭირდება. შენს ოჯახსა და შენს ქვეყანას — ყველას თვალწინ დაგაძინებ“, — განაცხადა ილიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება. ეს ბრძოლა UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენაა.
ისტორიული ლოკაცია და მომზადება
აღსანიშნავია, რომ UFC Freedom 250-ს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია უმასპინძლებს. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებისთვის სპეციალური სცენის მოწყობა უკვე დასრულებულია, რაც უპრეცედენტო გარემოს ქმნის.
ორივე სპორტსმენი კარგ ფორმაშია. იანვარში ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი დაამარცხა და დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თავის მხრივ, ილია თოფურია ოქტაგონზე ერთი წლის შემდეგ ბრუნდება — ბოლოს მან ჩარლზ ოლივეირას ნოკაუტით დამარცხებით მოიპოვა საჩემპიონო ქამარი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.