Minecraft-ის სამყარო კიდევ ერთხელ ფართოვდება. Microsoft-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Minecraft Dungeons 2, რომელიც 2020 წლის წარმატებული პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს, მომხმარებლებისთვის 29 სექტემბერს გახდება ხელმისაწვდომი.

თამაშის შესახებ პირველი დეტალები კომპანიამ ჯერ კიდევ მარტში გაასაჯაროვა, როდესაც მოკლე თრეილერით 2026 წლის შემოდგომის პერიოდი დააანონსა. ახალი ნაწილი მოთამაშეებს სთავაზობს სრულიად ახალ Action RPG თავგადასავალს, რომელიც სავსე იქნება რთული გამოწვევებითა და მანამდე უნახავი ლოკაციებით.

რა ელოდება მოთამაშეებს?

Microsoft-ის აღწერით, ახალ ნაწილში მოთამაშეებს მოუწევთ კრიზისში მყოფი სამყაროს გადარჩენა. გეიმერებს მოუწევთ მოკავშირეებთან ერთად ბოროტების ძალებს დაუპირისპირდნენ. თამაში ინარჩუნებს პირველი ნაწილის მთავარ კონცეფციას: აქ არ შეხვდებით ტრადიციულ მაინინგს ან კრაფტინგს, სამაგიეროდ, აქცენტი გაკეთებულია დუნდულების კვლევასა და იშვიათი აღჭურვილობის მოპოვებაზე.

პირველი ნაწილი, რომელიც 2020 წელს გამოვიდა, კრიტიკოსებმა და მოთამაშეებმა შეაფასეს, როგორც Diablo-ს უფრო მსუბუქი და ოჯახური ალტერნატივა. მეორე ნაწილი ამ ტრადიციას აგრძელებს და მასშტაბებს ზრდის.

პლატფორმები

Minecraft Dungeons 2 ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პლატფორმებისთვის:

  • Nintendo Switch
  • Nintendo Switch 2
  • PC
  • PlayStation 5
  • Xbox Series X / S

ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს Microsoft-ის სტრატეგიას, თამაში რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის გახადოს ხელმისაწვდომი, მიუხედავად არჩეული სათამაშო კონსოლისა თუ პლატფორმისა.