ლიბიის სამხედრო ძალებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ბენღაზის პორტი ამჟამად სრულად კონტროლდება. უწყების ცნობით, სამხედროები „სრულ მზადყოფნაში“ არიან, რათა უპასუხონ ნებისმიერ შემდგომ საფრთხეს.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბენღაზიში დრონების გამოყენებით თავდასხმების სერია განხორციელდა. თავდამსხმელების სამიზნე გახდა საზღვაო ბაზაზე დოკირებული რუსული გემი, ასევე ლიბიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მყოფი კომერციული ხომალდი.
ალ-ჯაზირას ინფორმაციით, სამხედრო უწყება დამატებით დეტალებს თავდასხმის შედეგების ან დაზარალებულების შესახებ ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. უცნობია ისიც, თუ ვინ დგას დრონებით განხორციელებული თავდასხმების უკან.
ლიბიის ხელისუფლება ამჟამად აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პორტებსა და საზღვაო ობიექტებზე.






დისკუსია
0 კომენტარი