Forward Industries-ი, რომელიც თავს Solana-ს უმსხვილეს ხაზინის კომპანიად აცხადებს, ბაზარზე პოზიციების გამყარებას და აქტივების კონსოლიდაციას ცდილობს. თუმცა, კომპანიის მცდელობა, გააერთიანოს Solana-ს ექსპოზიციის მქონე ფირმები, წარუმატებელი აღმოჩნდა.
კომპანია Solana Company (HSDT), რომელიც ადრე Helius Medical Technologies-ის სახელით იყო ცნობილი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც Forward-ის აქციების სანაცვლოდ კომპანიის შერწყმის წინადადება უარყო. შეთავაზება HSDT-ის თითოეულ აქციას 1.63 დოლარად აფასებდა.
Forward Industries-ის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ HSDT-ის დირექტორთა საბჭომ უარი თქვა შეთავაზებაზე ყოველგვარი დამატებითი დისკუსიის გარეშე. კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ფაქტით იმედგაცრუებულია.
ანალოგიური ბედი ეწია სხვა მცდელობებსაც. SkyAI-მ Forward-ის წინადადებაზე, რომელიც კომპანიას 1.55 დოლარად აფასებდა, რეაგირება არ მოახდინა და შეთავაზების ვადაც უშედეგოდ ამოიწურა. თავის მხრივ, Brera Holdings-მა 9 ივნისს ოფიციალურად უარყო Forward-ის არასავალდებულო წინადადება, რომელიც მათ აქციებს 7.19 დოლარად აფასებდა.
Forward Industries-ი არგუმენტად იმას ასახელებს, რომ მსგავსი შერწყმა Solana-სთან დაკავშირებულ ფირმებს მასშტაბისა და ლიკვიდურობის გაზრდაში დაეხმარებოდა. CoinGecko-ს მონაცემებით, Forward-ს დაახლოებით 7 მილიონი SOL აქვს შეძენილი, რაც დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი დაჯდა. თუმცა, ამჟამინდელი საბაზრო ღირებულებით, კომპანიას მილიარდ დოლარზე მეტი არარეალიზებული ზარალი აქვს.
საინვესტიციო ფირმა Echo Base-ის პარტნიორი ავგუსტ ვიდმერი აღნიშნავს, რომ ინვესტორთა ინტერესი ხაზინის კომპანიების მიმართ ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა. მისი თქმით, ეს სტრუქტურები უფრო სარისკო და არაეფექტურია, ვიდრე სხვა სახის ინვესტიციები.
კონსოლიდაცია ერთადერთი რეალური გზაა, თუმცა ბაზარზე ჯერ კიდევ ბევრი პატარა ოპერატორია, რომლებიც დამოუკიდებლად დარჩენას ცდილობენ, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, - აცხადებს ვიდმერი.
ექსპერტების აზრით, სექტორში კიდევ უფრო მეტი კორექციაა მოსალოდნელი, სანამ კომპანიები არსებულ რეალობას სრულად გააცნობიერებენ. Forward Industries-ს ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.