ჯეფ ბეზოსი ტექნოლოგიურ სფეროში ახალი ინიციატივით ბრუნდება. ყოფილი მილიარდერი მეწარმე, რომელმაც 2021 წელს Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა, ახლა სტარტაპ Prometheus-ის თანა-აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაარსდა, უკვე 6.2 მილიარდი დოლარის დაფინანსებას ფლობს.
ბეზოსი ამ პოზიციას სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორ ვიკ ბაჯაჯთან ერთად იკავებს. ბაჯაჯი ცნობილია, როგორც Alphabet-ის კვლევითი ლაბორატორიის, Verily-ს თანადამფუძნებელი. მათი ერთობლივი პროექტი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნაზე, რომლებიც ფიზიკური ამოცანების შესრულებას შეძლებენ.
Prometheus-ის საქმიანობა ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და წამლების დიზაინი. კომპანია ამ ეტაპზე საკუთარი პროდუქტების დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა აქტიურად იზიდავს კადრებს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებისგან, როგორებიცაა OpenAI, Google DeepMind და Nvidia.
ჯეფ ბეზოსის განცხადებით, Prometheus-ის მთავარი მიზანი „ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის“ შექმნაა, რომელიც სპეციალისტებს ფიზიკური ობიექტების დაპროექტებას გაუადვილებს. ბეზოსი აღნიშნავს, რომ პროექტით იმდენად დაინტერესდა, რომ მართვაში პირადად ჩაერთო და დიდ დროსა და ენერგიას ახმარს მას.
აღსანიშნავია, რომ ბეზოსი ამჟამად მრავალმხრივი საქმიანობითაა დაკავებული. ის რჩება Amazon-ის აღმასრულებელ თავმჯდომარედ, ხელმძღვანელობს კოსმოსურ სტარტაპ Blue Origin-სა და 10-მილიარდიან კლიმატურ ფონდს, Bezos Earth Fund-ს. თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მისი დროის უდიდესი ნაწილი დღეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ეთმობა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.