საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადება გაავრცელა, რომელიც 27 მაისს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ეხება. დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული და ცივილიზაციური კავშირები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა საპატრიარქოში, 27 მაისი, 2026 წელი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა საპატრიარქოში, 27 მაისი, 2026 წელი

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. მხარეებმა განიხილეს ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის ისტორიულ მისიას. ამერიკული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული ერთიანობის განმტკიცების პროცესში კვლავ „შემრიგებლის ხმა“ იქნება.

ამერიკული მხარის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ფუნდამენტი ისეთი ღირებულებებია, როგორიცაა სარწმუნოება, ოჯახი და ეროვნული იდენტობა. ასევე ხაზგასმულია ღვთივბოძებული უფლებებისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა საპატრიარქოში, 27 მაისი, 2026 წელი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა საპატრიარქოში, 27 მაისი, 2026 წელი

აშშ-ის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც გეგმავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას.