აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება უახლოეს 24 საათში იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი ავრცელებს.
პაკისტანის მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეები შეთანხმების დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ. ვაშინგტონი მზადაა, უახლოეს დღეებში თავდაპირველი შეთანხმების ოფიციალური გაფორმება დაადასტუროს.
„ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. მისი საბოლოო გაფორმება, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი“, — წერს შარიფი სოციალურ ქსელ X-ზე.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქვეყანა უკვე ამზადებს ელექტრონული ხელმოწერის პროცესს. ხელშეკრულების გაფორმებას მომდევნო კვირაში ტექნიკური დონის მოლაპარაკებები მოჰყვება.
შარიფი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ისტორიული მნიშვნელობისაა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის მყარ საფუძველს შექმნის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.